საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ჟურნალისტ ალექსანდრა ძაძისთან

19 აპრილს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შვედეთში ცნობილ ტელეწამყვანს, ჟურნალისტს, ალექსანდრა ძაძის საქართველოს საელჩოში უმასპინძლა.

 

შვედეთში საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, განიხილეს ქართული კულტურისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის შესაძლებლობები და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის პერსპექტივები.  

 

შეთანხმდნენ აქტიურ თანამშრომლობაზე, მიმდინარე წლის განმავლობაში, საერთო ძალისხმევით, სხვადასხვა კულტურული პროექტების განხორციელებასა და შვედურ გამომცემლობებში სტატიების გამოქვეყნების შესახებ.