საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შვედეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმს საქართველოში აღმოჩენილი მინერალები გადაეცა

20 მაისს, საქართველოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის მინერალოგიის და პეტროგრაფიის მუზეუმის დახმარებით, შვედეთის საბუნებისმეტყველო ისტორიის მუზეუმის გეოლოგიის დეპარტამენტს გადაეცა საქართველოში აღმოჩენილი მინერალური ქვების ნიმუშები, რომლებიც მუზეუმის ძვირფასი და მინერალური ქვების საგამოფენო დარბაზში განთავსდება.

მინერალური ქვები მუზეუმის დირექტორს, ლიზა მონშონს შვედეთში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა გადასცა.

ღონისძიებაზე განიხილეს სამეცნიერო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები და შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ საქართველოს საელჩო განაგრძობს საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო მიმართულებით კავშირებისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას.