საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა შვედეთის პარლამენტის სპიკერთან

8 ივნისს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის პარლამენტის სპიკერს, ანდრეას ნორლენს შეხვდა. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მომავალი ოფიციალური ვიზიტი შვედეთის სამეფოში. ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად შვედეთის მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას.