საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული დიასპორის შეკრება სტოკჰოლმში

29 მაისს, შვედეთის წმინდა გიორგის ქართული სამრევლოს ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, . სტოკჰოლმში ქართული დიასპორის და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიასპორის წარმომადგენელთათვის ღონისძიება გაიმართა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. გაიმართა ქართული ეროვნული ცეკვის საბავშვო სტუდიის „შოშიას“ კონცერტი, ხოლო სტუდიის მოსწავლეები და ხელმძღვანელი, ქალბატონი თინათინ შოშიაშვილი, საელჩომ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ქართული სიმღერის ანსამბლმა „ალილომ“ საქართველოს ჰიმნი და ხალხური სიმღერები შეასრულა.