საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი გოტლანდის გუბერნატორს შეხვდა

29 ივლისს საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული, შვედეთის რეგიონებში ვიზიტების ფარგლებში, კუნძულ გოტლანდის გუბერნატორს, ანდერშ ფლენკინგს შეხვდა.

განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ხაზი გაესვა ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურის სფეროში კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებას და გოტლანდის კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობას. 

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააქტიურდება თანამშრომლობა საელჩოს და რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის და უკვე შემოდგომაზე, საქართველოს და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, ჩატარდება ერთობლივი ეკონომიკური და კულტურული ხასიათის ღონისძიებები.