საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპული ენების დღე აღინიშნა სტოკჰოლმში

2022 წლის 27 სექტემბერს საქართველოს საელჩომ, შვედეთში აკრედიტებულ ევროპის ქვეყნების 30-მდე საელჩოსა და კულტურის ინსტიტუტთან ერთად, ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ტრადიციულად შვედეთში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროპის სახლში უმასპინძლა.

ღონისძიებას რამდენიმე ათეული ადგილობრივი სკოლის 600-ზე მეტი მოსწავლე და მათი პედაგოგები დაესწრნენ. სტუმრები გაეცნენ ევროპის ქვეყნების და მათ შორის ქართული ენის ლინგვისტურ მრავალფეროვნებას და თავისებურებებს. ქართული ენის კუთხის სტუმრებს დაურიგდათ ბროშურები და სამახსოვრო საჩუქრები. მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შეჯიბრებებში, რომელთა გამარჯვებულებს შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობამ სპეციალური ჯილდოები გადასცა.

საქართველოს საელჩოს მიერ მოწყობილმა სტენდმა, შვედეთში ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელშონისგან საუკეთესო შეფასება მიიღო.