საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა კომპანია "ელექტროლუქსის" ხელმძღვანელებთან

12 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ელექტროლუქსის“ მთავარ ვიცე-პრეზიდენტს, მარტინ ფონ არონეტს და კომპანიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, პოლ პალმშტედს შეხევდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ელჩმა კომპანიის ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნო საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა იმ საგადასახადო უპირატესობისა და მთავრობის მიერ კერძო ბიზნესისთვის შექმნილი ინიციატივების თაობაზე, რომელთა გამოყენებაც უცხოურ კომპანიებს საქართველოში ინვესტირების შემთხვევაში შეეძლებათ.

შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების იდენტიფიცირებისა და განსახორციელებლად.