საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

26 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტობიას ბილსტრემთან ხანმოკლე შეხვედრა გამართა.

განიხილეს მიმდინარე აქტუალური საკითხები. ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის და 2023 წელს შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გეგმები და პრიორიტეტები.

შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა და კომუნიკაცია.