საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

1 ნოემბერს, საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული, ქ. მალმეში მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ კლეოპატრა დუმბია-ჰენრის მოწვევით, 2021-2022 სასწავლო წლების კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიას დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრის ხარისხი წელს ორ ქართველ სტუდენტს მიენიჭა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრები გაერო-ს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, კიტაკ ლიმთან და ზღვაოსნობის საერთაშორისო პალატის თავმჯდომარესთან,  Grimaldi Euromed-ის პრეზიდენტთან, ემანუელე გრიმალდისთან, სადაც განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები.

ქ. მალმეში ვიზიტისას ელჩი ქალაქის მერს, კარინა ნილსონს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და შვედეთის ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინიციატივებზე.