საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული სამზარეულოს მასტერკლასი

26 იანვარს, საქართველოს ელჩის მეუღლემ, ელენე ლეჟავამ და საელჩოს თანამშრომლებმა, შვედეთში ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, სტოკჰოლმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, 2022 წლის World’s Best 101 რეიტინგის მიერ მე-11 რესტორნად აღიარებულ АG”-ში ცნობილი შეფ-მზარეულებისთვის ქართული კერძების მასტერკლასი ჩაატარეს და ქართული კერძების მომზადება ასწავლეს.

ქართულმა სამზარეულომ სტუმრების და მზარეულების დიდი მოწონება დაიმსახურა, ხოლო ნასწავლი რეცეპტის მიხედვით, ხაჭაპური რესტორან АG”-ის მენიუში იქნება წარმოდგენილი.