31 იანვარს სტოკჰოლმში, საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, არონ ემილსონთან (პარტია „შვედი დემოკრატები“) და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოს და შვედეთის ორმხრივი თანამშრომლობის და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.
მაკა ბოჭორიშვილმა შვედ კოლეგებს გააცნო
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი და ისაუბრეს შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. არონ ემილსონმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი საკუთარი მხარდამჭერი პოზიცია.
მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორმხრივ თანამშრომლობას და შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია.