30 იანვარს საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრო-ატლანტიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის ახლადდანიშნულ გენერალურ დირექტორს, ტორბიორნ სოლსტრემს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს ორმხირივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და 2023 წელს გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობა.
ელჩმა კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერის აუცილებლობას. ასევე, საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიას და შექმნილ მძიმე უსაფრთხოების გარემოს და არსებულ გამოწვევებს.