საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საპარლამენტო მეგობრობის ჯფუფის საინაუგურაციო შეკრება

21 თებერვალს შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის საინაუგურაციო შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის, რომელშიც ყველა პარტიაა წარმოდგენილი, ხელმძღვანელად „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გუდრუნ ბრუნეგორდი აირჩიეს.

შეხვედრაზე, დეპუტატებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, რომელმაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ თვალსაზრისით შვედეთის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა. გაიმართა საქართველოს შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციაც.

საელჩო მეგობრობის ჯგუფის წევრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდა, ხოლო არაფორმალურ გარემოში განხილულ იქნა საქართველოს და შვედეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.