1 მარტს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა საელჩოში შვედი კინოხელოვანების ჯგუფს უმასპინძლა. რეჟისორი ელენ გუსტავსონი მსახიობ ნატალი ვილიამსდოტერთან და კინოოპერატორ მარსელ ლობენვაინთან ერთად, საქართველოში დოკუმენტური ფილმის გადაღებას გეგმავენ.
ელჩი სტუმრებს საქართველოს კინოს ისტორიის და ტრადიციების, ასევე, თანამედროვე კინოინდუსტრიის შესახებ ესაუბრა და გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოში კინოწარმოებით დაინტერესებული პირებისთვის შექმნილი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“-ს დეტალები.
შეთანხმდნენ, რომ საელჩო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს გადამღებ ჯგუფს მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილი პროექტის წარმატებით განხორციელებაში და გაგრძელდება კავშირი შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.