საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ლუდის საერთაშორისო ფესტივალში
2024 წლის, 14 ივნისს, საქართველოს საელჩომ პირველად მიიღო მონაწილეობა შვედეთის სამეფოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და სტოკჰოლმში არსებული დიპლომატების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ რიგით 21-ე ლუდის საერთაშორისო ფესტივალში.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახეობის ქართული ლუდი და გაცნობოდნენ საქართველოს მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობას.
ღონისძიებაში მხოლოდ 20 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.