ევროპული ენების დღე
2025 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფოში აკრედიტებული 20-მდე საელჩოსა და შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის ერთობლივი თანამშრომლობით, ყოველწლიური „ევროპული ენების დღე“ გაიმართა.
ტრადიციულად, ღონისძიებაზე „ქართული ენის კუთხე“ იყო წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში, საელჩოს წარმომადგენლებმა 700-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს ქართული ენის ისტორიისა და კულტურის შესახებ ჩაუტარეს პრეზენტაცია.
გარდა ამისა, მოსწავლეებსა და მოწვეულ სტუმრებს ქართული ენის შესახებ წიგნები, ბროშურები და საჩუქრები გადაეცათ.
