Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

4-5 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით შვედეთის სამეფოში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები შვედეთის თავდაცვის მინისტთან, პოლ იონსონთან, სამოქალაქო თავდაცვის მინისტრთან, კარლ-ოსკარ ბოლინთან, შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, პეტერ ჰულტკვისტთან და კომპანია SAAB-ის მმართველ მენეჯერთან, მიკაელ იონსონთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედ კოლეგებთან განიხილა რეგიონული უსაფრთხოების, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების და უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად საქართველოსა და შვედეთის წინაშე მდგარი გამოწვევები.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს არსებული მჭიდრო თანამშრომლობა თავადაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით და ხაზი გაესვა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობა.