ელჩის სამუშაო ვიზიტი ქალაქ კირუნაში
20 ივნისს, ელჩი, ირაკლი ხუცურაული სამუშაო ვიზიტით ქ. რუსთავთან დამეგბრებულ ქალაქ კირუნას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კირუნას მუნიციპალიტეტის მერთან, მატს ტაავენიკუსთან (“სოციალ-დემოკრატიული” პარტია) და მერიის საერთაშორისო და კულტურის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლებთან. შვედეთის მხარესთან განიხილეს კირუნას და რუსთავის მუნიციპალიტეტებს შორის ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის განახლების და შემდგომი განვითარების შესაძლებლობები. კირუნას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის გაიმართა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები. თავის მხრივ, ქ. კირუნას მერმა ელჩს გააცნო მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების შესახებ ინფორმაცია. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება კომუნიკაცია და საელჩო აქტიურად შეუწყობს ხელს საქართველოს და შვედეთის ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით.