Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

სტოკჰოლმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართა

29 მაისს, საელჩოს ძალისხმევით, სტოკჰოლმის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში გაიმართა საზეიმო მიღება. სტუმრებს შორის იყვნენ პოლიტიკური წრეების, შოუ-ბიზნესის და კერძო სექტორის თვალსაჩინო წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა და შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, არონ ემილსონმა მიმართეს, რომლებმაც საქართველოსა და შვედეთის ორმხრივ მჭიდრო თანამშრომლობასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ანსაბლ „ბასიანის“ მომღერლებმა, ხოლო შვედეთის ჰიმნი  ადგილობრივმა ჯგუფმა „რილტონის მეგობრებმა“ შეასრულეს. მიღებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ხალხური სიმღერები. ასევე, შვედეთში მოქმედი ცეკვის ბავშვთა ანსამბლმა ქართული ცეკვა წარმოადგინა.