Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია შვედეთის სახელმწიფო მდივანს ევროკავშირის საკითხებში, კრისტიან დანიელსონს შეხვდა

24 ოქტომბერს, ქ. სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრა შვედეთის სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში, კრისტიან დანიელსონთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-შვედეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას.

ევროკავშირის საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. შვედეთის მხარემ გამოხატა მზადყოფნა კვლავაც განაგრძოს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა.