Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შვედეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართველი-შვედი ფოტოგრაფის, მიკაელ ნასბერგის ფოტო-გამოფენა გაიმართა

2024 წლის 26 სექტემბერს, ქალაქ სტოკჰოლმის ცენტრალურ გალერეაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი-შვედი ფოტოგრაფისა და ხელოვანის, მიკაელ ნასბერგის ფოტო-გამოფენა გაიმართა.
 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოსა და შვედეთის სხვადასხვა ნაწილში გადაღებული უნიკალური ფოტო-ნამუშევრები, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო კავშირების არსებობის ილუსტრაციისთვის.
 
საელჩოს სახელით, საქართველოსა და შვედეთს შორის სოციალური და კულტურის სფეროში ურთიერთობების ხელშეწყობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მიკაელ ნასბერგს მადლობის სიგელი გადაეცა.
 
გამოფენას ესწრებოდნენ როგორც შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ისე შვედეთის მას-მედიის, შოუ-ბიზნესის, ხელოვნების სფეროს, სამეცნიერო წრეებისა და დიასპორის წარმომადგენლები.
გამოფენის ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა ასევე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და ქართული ღვინო.