ელჩის შეხვედრა ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრთან, იესიკა როსვალთან
2024 წლის 5 თებერვალს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ბრიფინგზე, რომელიც შვედეთის „ნორდიულ-ბალტიური რვიანის“ (NB8) და „ნორდიული ხუთეულის (N5)“ თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის საკითხებში შვედეთის მინისტრთან, იესიკა როსვალთან. ელჩმა შვედ მინისტრს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაგრძელებასა და კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.