შეხვედრა შვედეთის პარლამენტის სპიკერთან
2026 წლის 23 აპრილს, ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მისიის ხელმძღვანელებისა და შვედეთის პარლამენტის სპიკერის, ანდრეას ნორლენის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა, განხილული იქნა შვედეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები. ასევე, ელჩებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს 2026 წლის 13 სექტემბერს შვედეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პროცედურული ნორმების შესახებ.