Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მკვლევარს შეხვდა

19 ივლისს ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედ დიპლომატს, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კონფლიქტების ექსპერტს და შვედეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის მკვლევარს, ფრედრიკ ვესლოუს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი ევროპის და კერძოდ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უსაფრთხოების გარემოზე გავლენა.

ელჩმა ვესლოუს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ვესლოუმ მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ და კმაყოფილება გამოთქვა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.

მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე.