შეხვედრა შვედეთის პრემიერ მინისტრთან ულფ კრისტერსონთან
2024 წლის 10 ივნისს, ქალაქ სტოკჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ინიციატივით, შვედეთში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მისიის ხელმძღვანელებისა და შვედეთის პრემიერ მინისტრის, ულფ კრისტერსონის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ირაკლი ხუცურაულმა.
პრემიერ მინისტრმა ელჩებს გაუზიარა საკუთარი შეხედულებები შვედეთში ახლად ჩატარებული ევროპარლამენტის არჩევნების, ევროკავშირის გაფართოებისა და ქვეყნის შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვანი განვითარებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს, კითხვა-პასუხის რეჟიმში, დიპლომატებს შვედეთის პრემიერ მინისტრთან მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდათ.