შეხვედრა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან
2025 წლის 12 ივნისს, ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მისიის ხელმძღვანელებისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა, განხილულ იქნა შვედეთის საგარეო, უსაფრთხოებისა და შიდა პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ აქტუალური საკითხები.
შეხვედრის ბოლოს, ტრადიციულად, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან გაცვალეს მოსაზრებები.
