Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ქ. სტოკჰოლმში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთ“-ის სემინარზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო შვედეთის სამეფოში, ქ. სტოკჰოლმში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ „როუზ-როთ“-ის რიგით 104-ე მაღალი დონის სემინარზე.

მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“, რომლის ფარგლებში მან ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის მხრიდან განხორციელებული ამბიციური რეფორმების დღის წესრიგზე. სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაესვა მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის განმტკიცების საჭიროებას.

ნატო-ს სემინარს, ასევე ესწრებოდა შვედეთში საქართველოს ელჩი, ირაკლი ხუცურაული. სემინარში მონაწილეობას აგრეთვე იღებდნენ შვედეთის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ასევე სხვადასხვა ქვეყნების მაღალი რანგის დელეგატები.