გოტლანდის შუასაუკუნეების ეპოქის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა
შვედეთის კუნძულ გოტლანდზე გამართულ შუასაუკუნეების ეპოქის საერთაშორისო ფესტივალზე (Medeltidsveckan på Gotland), რომელშიც საქართველოდან საბრძოლო ხელოვნების ორგანიზაციამ - „ჰოროლი“ და ფოლკლორულმა ანსამბლმა - „ურსა“ მიიღო მონაწილეობა, შვედებისგან უდიდესი მოწონება დაიმსახურა და დამსწრე სტუმრები აღაფრთოვანა. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და შვედეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.