კულინარიისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ფესტივალი
2025 წლის 12 ივნისს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო შვედეთში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და სტოკჰოლმში არსებული დიპლომატების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში, სადაც ასევე მონაწილეობდნენ შვედეთში აკრედიტებული საელჩოები.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეული სტუმრები საქართველოს მდიდარ კულინარიულ მემკვიდრეობას გაეცნენ, ასევე სხვადასხვა სახეობის ქართული ლუდი დააგემოვნეს.
საქართველოს კუთხემ დამთვალიერებლების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. აგრეთვე, წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საინფორმაციო მასალა.
