Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრები შვედეთის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სააგენტოებთან

2026 წლის 25-26 მარტს, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა ირაკლი ხუცურაულმა სამუშაო შეხვედრები გამართა შვედეთის ინოვაციების სახელმწიფო სააგენტო „Vinnova“- სა (Sweden’s Innovation Agency) და ორგანიზაცია „SISP“-ის (Swedish Incubators & Science Parks) საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელებთან.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება განათლების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული სახელმწიფო პრიორიტეტების შესახებ. ამ თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემების ინტეგრაციისა და ინვესტიციების მოზიდვების შესაძლებლობებს. ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ ამბიციას, გახდეს რეგიონული ჰაბი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით.

საუბარი ასევე შეეხო ქართული კომპანიების ჩართულობასა და მათ მონაწილეობას ერთობლივ პროექტებში.