Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა სტოკჰოლმის რეგიონის გუბერნატორთან, ანა კინბერგთან

2024 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ სტოკჰოლმში, ტესინის სასახლეში, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა სტოკჰოლმის რეგიონის გუბერნატორთან, ანა კინბერგ ბატრასთან.
 
ღონისძიების ფარგლებში, გუბერნატორმა ელჩებს სტოკჰოლმის რეგიონის განვითარების პრიორიტეტებისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე დეტალური ინფორმაცია გაუზიარა.
შეხვედრის დასასრულს ასევე გაიმართა დისკუსიები რეგიონში მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით.
 
შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, ანა კინბერგ ბატრას მადლობა გადაუხადა საინტერესო შეხვედრისათვის და სტოკჰოლმის რეგიონთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.