სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება
13 მაისს, სტოკჰოლმის ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში, სახელმწიფო ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებამ 500-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.
საღამო შვედეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო პერიოდში შვედეთში ქართული მრავალხმიანობისა და ტრადიციული ცეკვისადმი მიძღვნილი უკვე მეორე ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა.

