ელჩის, ირაკლი ხუცურუალის შეხვედრა, შვედეთის პარლამენტის სპიკერთან ანდრეას ნორლენთან
2025 წლის 12 თებერვალს, შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის პარლამენტში მონაწილეობა მიიღო სტოკჰოლმში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებისთვის გამართულ შეხვედრაში, რის ფარგლებშიც შვედეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკური აქტუალური ასპექტები იყო განხილული. ღონისძიება შვედეთის პარლამენტის სპიკერმა, ანდრეას ნორლენმა გახსნა.
ღონისძიების შემდეგ, საქართველოს ელჩსა და შვედეთის პარლამენტის სპიკერს შორის გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს.