ელჩის სამუშაო ვიზიტი შვედეთის სამეფოს ჰალანდის რეგიონში
2023 წლის 21-22 ნოემბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ხუცურაული, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა შვედეთის სამეფოს ჰალანდის რეგიონში, რა დროსაც მას შესაძლებლობა ჰქონდა ადგილზე გაცნობოდა შვედური წამყვანი კომპანიების პროდუქციის წარმოებას და შეხვედრები გაემართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა ასევე გამართა ჰალანდის რეგიონის გუბერნატორთან ბრიტის ბენცლერთან. მხარეებმა სამომავალო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.