საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია შვედეთში
სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და კერძო ტურისტულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის წახალისების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და აჭარის მთავრობის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით და შვედეთში საქართველოს საელჩოსა და ავიაკომპანია Air Baltic-ის მხარდაჭერით, სტოკჰოლმში საქართველოს შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას 30-მდე ქართული და შვედური ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთათვის პირისპირ B2B ფორმატის შეხვედრები ჩატარდა.