Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა ევროკავშირის საკითხებში შვედეთის ახლად დანიშნულ მინისტრთან, იესიკა როსენკრაცთან

2024 წლის 18 სექტემბერს, ქალაქ სტოკჰოლმში, ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართა, ევროკავშირის საკითხებში შვედეთის ახლად დანიშნულ მინისტრთან, იესიკა როსენკრაცთან.
 
ღონისძიების ფარგლებში, შვედმა პოლიტიკოსმა ელჩებს ევროკავშირის ფარგლებში შვედეთის პრიორიტეტებისა და არსებული დღის წესრიგის თაობაზე დეტალური ინფორმაცია გაუზიარა.
 
შეხვედრის დასასრულს ასევე მოეწყო დისკუსიები შვედეთსა და რეგიონში მიმდინარე აქტუალურ პროცესებთან დაკავშირებით.
ამასთან, შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა იესიკა როსენკრაცს პირადად მიულოცა მინისტრის პოსტზე დანიშვნა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას ხაზი გაუსვა.