საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში
2026 წლის 9 მაისს, სტოკჰოლმის ცენტრალურ მოედანზე (“Kungsträdgården”), საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
საკონცერტო პროგრამის ფარგლებში, შვედეთში მოღვაწე ქართული ფოლკლორისა და გალობის გუნდმა “ალილომ” ქართული ტრადიციული სიმღერები შეასრულა. აგრეთვე, კონცერტის მსვლელობისას წარმოდგენილი იყო ვიდეორგოლი საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
საქართველოს კუთხემ, სადაც, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საინფორმაციო მასალა და ქართული სამზარეულო იყო წარმოდგენილი, დამთვალიერებლების მხრიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
