Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართა შეხვედრა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, პეტერ ჰულტკვისტს შეხვდა.

შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან  შეხვედრისას, მხარეებმა დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის  მჭიდრო თანამშრომლობას და არსებული დღის წესრიგის პოზიტიურ მსვლელობას. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები, ევროატლანტიკური სივრცის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე შვედეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

ირაკლი ბერაიამ შვედ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში შვედეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, პეტერ ჰულტკვისტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შემდგომი მხარდაჭერა.