ელჩის შეხვედრა „სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის“ (SEI) დირექტორთან
2024 წლის 25 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ხუცურაული შეხვდა „სტოკჰოლმის გარემოს დაცვის ინსტიტუტის“ (SEI) დირექტორს, რობერტ ვატს და პროექტის - „საქართველოს მწვანე დღის წესრიგი“ - ხელმძღვანელს, ბერნარდას პადეგიმასს, რომლებმაც აღნიშნული პროექტის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია გამართეს.
პროექტი საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობითა და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს“ (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემდგომ ხელშეწყობას და ამ მიმართულებით კანონმდებლობის დახვეწას, მათ შორის გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის მწვანე შეთანხმების პრინციპებთან შესაბამისობაში მოყვანას.
შეხვედრის ბოლოს, მხარეები შეთანხმდნენ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე და სამომავლოდ ერთობლივი ღონისძიების განხორცილებაზე, საქართველოში მწვანე ინვესტიციების მოზიდვის მიზნით.