Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
2025 წლის 7 ნოემბერს, ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთში მოქმედმა ქართული ფოლკლორისა და გალობის გუნდმა"ალილომ" საიუბილეო კონცერტი გამართა.

ღონისძიების სტუმრებს, სიტყვით მიმართა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა.

ელჩმა "ალილოს" შვედეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კონცერტმა ადგილობრივი მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.