Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველოს ელჩის სამუშაო ვიზიტი ქ. ოსტჰამარში

14 ივნისს, ელჩი ირაკლი ხუცურაული შვედეთის ქ. ოსტჰამარის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტისას, ქალაქის მერს, ფაბიან სიებერგს („მოდერატების“ პარტია) და ვიცე-მერს, ლიზა ნორენს („სოციალ-დემოკრატიული“ პარტია) შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ბიზნესის განვითარების და ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელები.
აღსანიშნავია, რომ ოსტჰამარი ფოთთან დამეგობრებული ქალაქია და უკანასკნელ პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური ხასიათის ერთობლივი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს მუშაობა ახალ ინიციატივებზე.
ქალაქის მერთან შეხვედრისას, ელჩმა შვედეთის მხარეს საქართველოში მიმდინარე მოვლენების, ასევე, ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. განიხილეს ერთობლივი ღონისძიებების გამართვის და მუნიციპალიტეტების დონეზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
შეხვედრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მჭიდრო ურთიერთობა და ერთობლივი ძალისხმევით დაიგეგმება სხვადასხვა სახის პროექტები, რაც ოსტჰამარის მუნიციპალიტეტში საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს