შვედეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება
2026 წლის 18 თებერვალს, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის პარლამენტში გამართულ შეხვედრაში.
ღონისძიება, რომელიც შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისთვის მოეწყო, შვედეთის პარლამენტის სპიკერმა, ანდრეას ნორლენმა გახსნა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შვედეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალური პრიორიტეტები და დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა შვედეთის პარლამენტის დეპუტატებთან.

