Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ულფ კრისტერსონთან

2024 წლის 11 დეკემბერს, ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებს შეხვდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ირაკლი ხუცურაულმა.
 
ულფ კრისტერსონმა ელჩებს გაუზიარა მთავრობის ხედვა შვედეთის შიდა პოლიტიკური პროცესების, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კუთხით რეგიონში მიმდინარე გამოწვევების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით შვედეთის მთავრობის პრიორიტეტებს.
 
შეხვედრის ბოლოს, ტრადიციულად, დიპლომატებმა შვედეთის პრემიერ-მინისტრთან სხვადასხვა მიმდინარე და აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.