ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა გამომცემლობების სააგენტოების წარმომადგენლებთან
2025 წლის 19 თებერვალს, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა ხელოვნების, კინემატოგრაფიის და მხატვრული ლიტერატურის გამომცემლობის დარგში შვედეთში წამყვანი სააგენტოების ხელმძვანელებს საელჩოში უმასპინძლა.
საუბარი შეეხო საელჩოსა და სააგენტოებს შორის გაძლიერებული თანამშრომლობის დღის წესრიგს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, როგორც ქართველი, ისე შვედი თანამედროვე მწერლების ნაწარმოებების შვედურ და ქართულ ენაზე თარგმნის შემდგომ ხელშეწყობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლოდ კინემატოგრაფიისა და ხელოვნების სფეროში კონკრეტული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის პერსპექტივები.