კულინარიისა და ლუდის ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი შვედეთში
2026 წლის 12 ივნისს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქალაქ სტოკჰოლმში არსებული დიპლომატების ასოციაციის ორგანიზებით გამართულ კულინარიისა და ლუდის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს საელჩომ უმასპინძლა.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილე შვედეთში აკრედიტებულმა საელჩოებმა საკუთარი ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, თავიანთი კერძები და სხვადასხვა ლუდის სახეობა წარადგინეს.
დიპლომატიური კორპუსის წევრებსა და ადგილობრივ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ, როგორც ქართული კერძები, ასევე, რამდენიმე სახეობის ქართული ლუდი. ქართულმა სამზარეულომ საპატიო ადგილი დაიკავა და დამსწრე საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა, რაც სკანდინავიის რეგიონში ქართული კულტურული დიპლომატიის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითია.

