Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩმა ირაკლი ხუცურაულმა შვედეთის იუსტიციის მინისტრთან ევროკავშირის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

2025 წლის 21 თებერვალს, სტოკჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, შვედეთის იუსტიციის მინისტრი გუნარ შტრომერი ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ირაკლი ხუცურაულმა.


გუნარ შტრომერმა ელჩებს გაუზიარა მთავრობის ხედვა კრიმინალის პრევენციისა და ორგანიზებული დანაშაულის ბრძოლის კუთხით. ასევე, საუბარი შეეხო შვედეთის პრიორიტეტებს საგარეო და საშინაო მიმართულებით.


შეხვედრის ბოლოს, ტრადიციულად, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა შვედეთის იუსტიციის მინისტრთან სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით პირისპირ გაცვალეს მოსაზრებები