შეხვედრა მიგრაციის საკითხებში შვედეთის მინისტრთან - იოჰან ფორსელთან
2026 წლის 10 ივნისს, ქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთში აკრედიტებულ ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნების მისიის ხელმძღვანელებისა და მიგრაციის საკითხებში შვედეთის მინისტრის, იოჰან ფორსელის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა, განხილული იქნა შვედეთში მიგრაციის კუთხით არსებული მდგომარეობა, სამომავლო გეგმები და სტრატეგიები.

