საქართველოს ტურიზმის სააგენტოს ვიზიტი ქალაქ სტოკჰოლმში
2025 წლის 21 ოქტომბერს, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ხუცურაული შვედეთში მოქმედი ტურისტული კომპანიებისა და სააგენტოებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გამართულ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და შვედეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ქალაქ სტოკჰოლმში გამართული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში შედგა.
კამპანიის მიზანი შვედეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის მეტად პოპულარიზაცია და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდა იყო. კამპანიის ფარგლებში, ქართულ და შვედურ კომპანიებს "B2B" ფორმატში შეხვედრების შესაძლებლობა ჰქონდათ.
ღონისძიება მსხვილი ავიაკომპანიებისა და მედია პლატფორმების ჩართულობით გაიმართა.
