ელჩი ირაკლი ხუცურაული შვედეთის თავდაცვის მინისტრთან ევროკავშირის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო
2025 წლის 24 მარტს, სტოკჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის ინიციატივით, შვედეთის თავდაცვის მინისტრი პოლ იონსონი ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც კოლეგებთან ერთად შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული ესწრებოდა, განხილულ იქნა შვედეთის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი ასპექტები. ამ თვალსაზრისით, ყურადღება გამახვილდა შვედეთის ჩართულობაზე ნატოს ფარგლებში, მათ შორის, ბალტიისა და შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით.
ღონისძიების შემდეგ, საქართველოს ელჩმა და შვედეთის თავდაცვის მინისტრმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.