Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის, ირაკლი ხუცურაულის შეხვედრა შვედ ჟურნალისტებთან

2024 წლის 21 ნოემბერს, შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა, შეხვედრა გამართა შვედური სამოგზაურო ჟურნალის, “FreedomTravel.se”-ის რედაქტორებთან, ჰელენა და პეტერ ბერგსტრომებთან, ასევე დამოუკიდებელ ჟურნალისტთან, ჰელენე ლუნდგრენთან.

შვედი ჟურნალისტები საქართველოში პრეს-ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომელიც საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ჩართულობით, ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.
პრეს-ტურმა მოიცვა ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებები: თბილისი, მცხეთა, თელავი, ყაზბეგი, უფლისციხე, ბორჯომი და ბათუმი.

შვედური მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ სტატიებს მომავალშიც მოამზადებენ და გამოაქვეყნებენ “Freedom Travel.se”-ის მკითხველებისა და სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის, რაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

უკვე გამოქვეყნებული სტატიები საქართველოს შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.freedomtravel.se/?s=Georgien